ლარის მიმართ ვალუტების გაცვლის ოფიციალური კურსები: 1GEL = 0 USD    0 EURO   0 GPB   0 RUB   0 AMD
კვირის თემა

გრიგოლ კუნჭულია

ევროპის ხარისხის ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში
დაუსვით შეკითხვა სტუმარს
გამოკითხვა

რომელ საინფორმაციო საშუალებებს ანიჭებთ უპირატესობას?
ტელევიზია
ინტერნეტ მედია
სოციალური ქსელი
რადიო
ბეჭდვური მედია
კვირის ფოტო

მსოფლიო ინდექსები

28-06-2017
DJLA
10/21
11.542
37.16/0.32
NASD
10/21
2598.62
0.21%
MMVB
10/21
1431.52
0.89%
RTS
10/21
1441.41
1.29
OIL
10/21
85.98
0.12%
GOLD
10/21
1642.76
1.35%
ამინდი

  თბილისი   ლონდონი    ნიუ-იორკი    ტოკიო
<<
June
>>
Mo Tu We Th Fr Sa Su
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    
სტატიები

ხარისხიანი რჩევები ხის სახლის დამზადებისათვის

ხარისხიანი კარკასი იწყება ხარისხიანი მორებით, რომლითაც ის დამზადებულია. რა თქმა უნდა, არ შეიძლება მორების გაყოფა ხარისხიანად და უხარისხოდ. ხარისხის დონე დამოკიდებულია ხის ფასზე, და შესაბამისად, დამზადებული კარკასის ფასზე.

მორების ხარისხის პირველი კრიტერუიმია - მისი სისქე. რაც უფრო სქელია მორი, მით უფრო სქელია კედელი. მეორე კრიტერიუმი - მისი როკიანობა. მესამე კრიტერუიმი კი სოკოვანი დაზიანება. ხეში არ დაიშვება - გულის მპალა და ფუღურო, ნაქურთენის მპალა, შიგა ფუღურო მპალა. ნაქურთენის სოკოვანი შეფერილობა დაიშვება შეზღუდული რაოდენობით, და მართალია ისინი არასასურველია, მაგრამ მათი თავიდან აცილება პრაქტიკულად შეუძლებელია.

ხარისხიანი კილო აუცილებლად მრგვალია, არა სამკუთხა. სამკუთხა კილო იწვევს მორის გრძივ გახეთქვას და ხვრელის წარმოქმნას კილოში. კილოს მინიმალური სიგანე, ერთი მხრივ ესაა კედლის სისქე მის ყველაზე ვიწრო ადგილას, მეორე მხრივ, რაც უფრო ფართეა კილო, მით უფრო ნაკლებია სიმაღლე ერთი გვირგვინისა. ნორმალურად ითვლება, თუ ყველაზე ვიწრო ადგილას, კილოს სიგანე არ არის 80მმ-ზე ნაკლები.  ზემო და ქვემო მორებს შორის კილოში ხვრელი არ უნდა აღემატებოდეს 3მმ-ს სისქით და 0,5მმ-ს სიგრძით. ასეთი დიდი ღრეჭო მორებს შორის დასაშვებია, რამდენადაც აწყობისას კილოში იდგმება გამათბობელი. სწორად, თეფში უნდა მოთავსდეს ზემო მორის ქვედა მხარეს, რადგან ”ზედა თეფშში’’ შეიძლება დაგროვდეს წვიმის და  მდნარი წყალი. ’’კბილი’’ თეფშში აუმჯობესებს შეერთების სიმტკიცეს, თუმცა მრგვალ თეფშში ის გამოიყენება იშვიათად. ჰორიზონტალური ხვრელების სისქე თეფშში  არ უნდა აღემატებოდეს 1მმ-ს. თუ კედლის სიგრძე აღემატება 6-7 მეტრს, მასში კეთდება ე.წ. გადაბმა - განივი კედელი მოკლე მორებისაგან. ეს გათვალისწინებულ უნდა იქნას სახლის არქიტექტურული პროექტის დროს.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მორების დასკდომას კარკასის გაშრობის პროცესში. მისი  ანიზოტროპული სტრუქტურის გამო ხე არ შეიძლება არ დასკდეს გაშრობის პროცესში. ხე მეტად ტენიანია და ნაკლებ მკვრივი ნაქურთენის მხრიდან, რაც იწვევს მორის რადიალურ დასკდომას. ამის თავიდან აცილება ფაქტიურად შეუძლებელია, მაგრამ ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ კედელში ვერტიკალური ნახეთქები ზრდის მის თერმოიზოლაციურ თვისებებს, ხოლო ჰორიზონტალური- ამცირებს კედლის მინიმალურ სისქეს და იწვევს მისი თერმოიზოლაციურ თვისებების დაკარგვას. იმისათვის, რომ მორი დაიხეთქოს ვერტიკალურად, მასში კეთდება ვერტიკალური განახერხი სიღრმით 7-8 სმ. ეს ხსნის დაძაბულობას ნაქურთენის გაშრობისას და აძლევს მიმართულებას, სადაც დახეთქვა ხდება უფრო მარტივად. მორები დახრილი ბოჭკოებით გაშრობისას იგრიხება უფრო ძლიერად. რამდენადაც კარკასში ისინი მტკიცედ დამაგრებულია თეფშებით და შკანტებით, ეს იწვევს განივი ნახეთქების წარმოქმნას ბოჭკოების დაგრეხის მიმართულებით.

უკან