ლარის მიმართ ვალუტების გაცვლის ოფიციალური კურსები: 1GEL = 0 USD    0 EURO   0 GPB   0 RUB   0 AMD
კვირის თემა

გრიგოლ კუნჭულია

ევროპის ხარისხის ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში
დაუსვით შეკითხვა სტუმარს
გამოკითხვა

რომელ საინფორმაციო საშუალებებს ანიჭებთ უპირატესობას?
ტელევიზია
ინტერნეტ მედია
სოციალური ქსელი
რადიო
ბეჭდვური მედია
კვირის ფოტო

მსოფლიო ინდექსები

16-12-2017
DJLA
10/21
11.542
37.16/0.32
NASD
10/21
2598.62
0.21%
MMVB
10/21
1431.52
0.89%
RTS
10/21
1441.41
1.29
OIL
10/21
85.98
0.12%
GOLD
10/21
1642.76
1.35%
ამინდი

  თბილისი   ლონდონი    ნიუ-იორკი    ტოკიო
<<
December
>>
Mo Tu We Th Fr Sa Su
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
სტატიები

როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი CD დისკი

დღესდღეობით, როცა ჩვენს ხელს არსებულ კომპიუტერებში ვინჩესტერების მოცულობა რამოდენიმე ასეულ გიგაბაიტს აღწევს, მაინც ხშირად დგება ინფორმაციის CD დისკზე ჩაწერის და შენახვის საკითხი. ეს ალბათ, იმ მოსაზრებითაც არის გამოწვეული, რომ ბოლოს და ბოლოს, რა გინდ დიდი და საიმედო არ უნდა იყოს ვინჩესტერი, მაინც უფრო მოსახერხელია ინფორმაციის CD დისკზე შენახვა. ჯერ ერთი, ვინჩესტერის დაზიანებისას არაფერი დაგეკარგებათ, მეორე მიზეზი კი ისაა, რომ თუ თქვენ კინოფილმებს ან თუნდაც MP3 ებს აგროვებთ, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ახალი ფილმი ვეღარ ჩატიოთ CD დისკზე ინფორმაციის შენახვას აზრი კი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ ეს უკანსკნელი კარგი ხარისხისაა.

მეტყვით, როგორ გავიგოო, რომელი დისკი გაუძლებს წლებს, რომელი კი ხვალვე დაზიანდებაო. აქ არსებობს ორი გზა: პირველი, ეს არის საკუთარი გამოცდილებით გაკვალული ბილიკი, რომელიც ხშირად უამრავი დაზიანებული დისკით, დაკარგული ინფორმაციითა და ტყუილად დახარჯული ფულით არის მოფენილი. მეორე მეთოდი კი იმაში მდგომარეობს, რომ თვალი ადევნოთ კომპიუტერულ, კერძოდ დისკების წარმოების უკანასკნელ გამოკვლევებსა და ტესტებს, რომლებითაც უხვადაა გაჯერებული ინტერნეტი და უცხოური ტექნიკური ჟურნალები. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ გზით სარგებლობაც ხშირად შეუძლებელი ხდება, ერთადერთი მიზეზი კი ისაა, რომ სიტყვაზე, რუსეთის კომპიუტერულ ბაზარზე იგივე საქართველოსთან შედარებით, განსხვავებული ფირმებისა და ხარისხის დისკები ფიგურირებს. ამიტომაც გადავწყვიტეთ საკუთარი ტესტირება შემოგვეთავაზებინა, რომლის გაცნობაც ფულის უაზრო ხარჯვასა და მოტყუებული ადამიანის ტყავში აღმოჩენას აგარიდებდათ.

ტესტისთვის შევარჩიეთ სამ-სამი ცალი, ათი სხვადასხვა ფირმის დისკი, ნაწილი მათგანი სლიმ-ყუთში იყო განთავსებული, მეორე ნაწილი კი ე.წ. „სპინდლიდან“ მოვხსენით, თუმცა ისიც შეიძლება აღინიშნოს, შეფუთვის ამ ორ მეთოდს შორის რაიმე კარდინალური განსხვავება ხარისხში ნაღდად არაა, სხვაობა მხოლოდ ფასში და ყუთის ქონა არქონაშია

ისე სიმართლის და გამო უნდა ავღნიშნოთ, რომ ზოგიერთი ფირმის დისკის ასეთი მცირე რაოდენობით ყიდვა ცოტა გაგვიჭირდა, რამეთუ ბევრი ქართული და კომპიუტერული ფირმა დისკებს „სპინდლიდან“ ცალობით არ ჰყიდის, ასეთ შემთხვევაში მინიმალური პარტიის რაოდენობა კი 10-დან 100 დისკამდე მერყეობს. იკითხავთ, იქნებ არ მინდა 10 დისკის აუცილებლად ყიდვა, არ გინდათ, მაგრამ მოგიწევთ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ შეიძინოთ ყუთიანი ვერსია, მაგრამ ის ხშირად ადგილზე არა აქვთ, ან თუ აქვთ, ხშირად CD-ის ნახევარი ფასით მეტი მაინც ღირს. გამოდის, რომ ფირმები გვაიძულებენ ან ბევრი დისკის ერთად ყიდვას, ან კიდევ რამდენიმეში ნახევარი ფასით მეტი გადახდას.

უკან