ლარის მიმართ ვალუტების გაცვლის ოფიციალური კურსები: 1GEL = 0 USD    0 EURO   0 GPB   0 RUB   0 AMD
კვირის თემა

გრიგოლ კუნჭულია

ევროპის ხარისხის ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში
დაუსვით შეკითხვა სტუმარს
გამოკითხვა

რომელ საინფორმაციო საშუალებებს ანიჭებთ უპირატესობას?
ტელევიზია
ინტერნეტ მედია
სოციალური ქსელი
რადიო
ბეჭდვური მედია
კვირის ფოტო

მსოფლიო ინდექსები

16-12-2017
DJLA
10/21
11.542
37.16/0.32
NASD
10/21
2598.62
0.21%
MMVB
10/21
1431.52
0.89%
RTS
10/21
1441.41
1.29
OIL
10/21
85.98
0.12%
GOLD
10/21
1642.76
1.35%
ამინდი

  თბილისი   ლონდონი    ნიუ-იორკი    ტოკიო
<<
December
>>
Mo Tu We Th Fr Sa Su
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
სტატიები

KALMATRON-ი დამზადებულია საქართველოში!

ცნობილი ამერიკული სამშენებლო მასალა KALMATRON-ი, რომელიც გამოიყენება როგორც ბეტონში დანამატის სახით, აგრეთვე აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად - 2011 წლის მარტიდან იწარმოება საქართველოში.

ჩვენი კომპანიისთვის დიდი პატივია ის ფაქტი, რომ 2012 წლის 27 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა მოიწვია იმ კომპანიების წარმომადგენლები ვინც 2012 წლის 26 მაისს წარმოდგენილი იყო მრეწველობის აღლუმზე სახელწოდებით - ”დამზადებულია საქართველოში” და მათ შორის ვიყავით ჩვენ.

საქართველოში  KALMATRON-ის წარმოებას წინ უძღოდა მრავალთვიანი ლაბორატორიული ცდები და  ”ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯიას” ლაბორატორიის დასკვნა, რომელიც განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე www.kalmatrongeorgia.ge ადასტურებს საქართველოში წარმოებული  KALMATRON-ის მაღალ ხარისხს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში წარმოებული KALMATRON-ი გამოყენებულია ოზურგეთის, ქუთაისის, ზუგდიდის  და ლაზიკის იუსტიციის სახლის მშენებლობაში, ბორჯომის   წყლის გამწმენდ  ნაგებობაში და მრავალ სხვა შენობა-ნაგებობებში.   ნუსხა შეგიძლიათ იხ. ჩვენს ვებგვერდზე www.kalmatrongeorgia.ge. ცნობისათვის, ბორჯომის  წყლის გამწმენდ ნაგებობაში გამოყენებულია ბეტონში დანამატის სახით KALMATRON-  ყოველგვარი დამატებითი ჰიდროსაიზოლაციო მასალების გამოყენების გარეშე და  2500კუბ.მ. წყალსაცავი წვეთ წყალს არ აპარებს, ხოლო ბაკურიანის წყლის გამწმენდ ნაგებობაში გამოყენებულია მრავალი სხვადასხვა ცნობილი ბრენდი და ბოლოს მშენებლებმა ჩვენ მოგვმართეს.  რასაკვირველია ცნობილი ბრენდები არაფერ შუაში არ არის, უბრალოდ ყველამ თავისი საქმე პროფესიონალურად უნდა განახორციელოს.

აქვე მინდა მოვიყვანო კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ ჩვენს მოძმე აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაითში.

2006 წლიდან ბევრ ობიექტებზე შეგვისრულებია სამუშაოები, მაგრამ ყველაზე დიდი სიამაყის გრძნობა ვიგრძენით აზერბაიჯანში, ქ. სუმგაითის საცხოვრებელი კორპუსების 500კუბ.მ.  სასმელი წყლის საცავის აღდგენითი სამუშაოს შესრულების შედეგაგ.

აზერბაიჯანში ნებისმიერი სამშენებლო მასალა გადის შესაბამის ლაბორატორიულ შემოწმებას (როგორ?, ეს ცალკე თემაა) საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ლაბორატორიაში. აღნიშნულ  ლაბორატორიაში ჩვენც ჩავაბარეთ ”კალმატრონი” დასკვნის მისაღებად. დაახლოებით 4 თვის შემდეგ დამირეკა აღნიშნული ლაბორატორიის უფროსმა ბ-ნმა მირზოევმა და მითხრა - ჩვენს ლაბორატორიაში მსოფლიოში ცნობილ ყველა ბრენდზე ჩაგვიტარებია ცდები, მაგრამ ასეთი მაღალი შედეგი არ გვქონიაო და შემომთავაზა პრობლემური სასმელი წყლის საცავში აღდგენითი სამუშაოები ჩაგვეტარებინა.

17 სართულიანი საცხოვრებელი სახლი 1.5 წელიწადის განმავლობაში ვერ შეუსახლებიათ წყალსაცავი ბასეინიდან წყლის გაჟონვის პრობლემის გამო. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანში მწვავედ დგას სასმელი წყლის პრობლემა.

მიუხედავად იმისა, რომ მშენებლები ამ დროის განმავლობაში ოთხი სხვადასხვა ცნობილი ბრენდების გამოყენებით ცდილობდნენ შედეგის მიღწევას - შედეგს მაინც ვერ მიაღწიეს

დამკვეთი ”ტურან ბანკი”-ს ხელმძღვანელობა  ეჭვისთვალით შეხედა ჩვენს ოპტიმიზმს და გვითხრა, რომ ანაზღაურება შედეგის მიღების შემდეგ იქნებოდა.  ჩვენც დავთანხმდით.

თბილისიდან მოვიწვიე ჩვენი კომპანიის სპეციალისტები და შეუდეგით მუშაობას. ადგილობრივი მოსახლეობაც  ეჭვისთვალით უყურებდა ჩვენს საქმიანობას, ხოლო სათანადო მუშაობის ჩატარების შედეგად 17 სართულიან საცხოვრებელ სახლს რომ მიეწოდა სასმელი წყალი -  ადგილობრივი მოსახლეობა ტაშით შეეგება ჩვენს ბიჭებს და თქვეს: ამგვარი რთული სამუშაოს შესრულება მხოლოდ ქართველებს თუ შეეძლოთო. ჩვენს ვებგვერდზე იხ. ხელმოწერილი სამუშაოს შესრულების აქტი.

ეს იყო ჩვენი პროფესიონალიზმის აღიარება მეზობელ აზერბაიჯანში.

ამჟამად ჩვენი კომპანია აწარმოებს სამი სახეობის პროდუქციას:

KALMATRON-D;  KALMATRON-E და KALMATRON.

KALMATRON-D გამოიყენება ბეტონში დანამატის სახით, ხოლო KALMATRON-E da KALMATRON-ი სარემონტო და აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად.

ჩვენი კომპანია პირველი დღიდან უდგება საქმეს დევიზით: KALMATRON-ი ჩვენი ციხესიმაგრის გარანტი. ამ დევიზის მისაღწევად ჩვენი კომპანიის სპეციალისტები მზად არიან ნებისმიერ მსურველს გაუწიონ კონსულტაცია სამუშაოს შესრულების შესახებ, ვინაიდან არ არსებობს სამუშაოს შესრულების უნივერსალური რეცეფტი, ეფექტის მისაღწევად ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება.

სამწუხაროდ ფასების დარეგულირება სავაჭრო ქსელში რთულია და ხშირად მომხმარებელს სავაჭრო ქსელი 40-80% გაზრდილ ფასებს სთავაზობს.  

ამიტომ ჩვენმა კომპანიამ გახსნა სამი საფირმო მაღაზია:

თბილისში, ქსნის ქ.№36;                ტელ:      214 80 26;           214 80 36;      555 78 98 80;

www.kalmatrongeorgia.ge        E-mail: kalmatrongeorgia@gmail.com

ქუთაისი, გუგუნავას ქ.№7;             ტელ: 570 50 22 85;      557 76 39 51;

ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№71   ტელ: 593 10 94 64;       579 97 97 20;      599 19 18 48;

სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს კონსულტაცია და შეიძინოს ჩვენი პროდუცია მინიმალურ ფასებში. 

მოგვმართეთ და ერთობლივად გადავჭრით ნებისმიერ პრობლემას.

HOLDING  «KALMATRONGEORGIA»-ს

დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი

სოსო  ჩხაპელია

უკან