ლარის მიმართ ვალუტების გაცვლის ოფიციალური კურსები: 1GEL = 0 USD    0 EURO   0 GPB   0 RUB   0 AMD
კატეგორიები

კვირის თემა

გრიგოლ კუნჭულია

ევროპის ხარისხის ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში
დაუსვით შეკითხვა სტუმარს
გამოკითხვა

რომელ საინფორმაციო საშუალებებს ანიჭებთ უპირატესობას?
ტელევიზია
ინტერნეტ მედია
სოციალური ქსელი
რადიო
ბეჭდვური მედია
კვირის ფოტო

მსოფლიო ინდექსები

16-12-2017
DJLA
10/21
11.542
37.16/0.32
NASD
10/21
2598.62
0.21%
MMVB
10/21
1431.52
0.89%
RTS
10/21
1441.41
1.29
OIL
10/21
85.98
0.12%
GOLD
10/21
1642.76
1.35%
ამინდი

  თბილისი   ლონდონი    ნიუ-იორკი    ტოკიო
<<
December
>>
Mo Tu We Th Fr Sa Su
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
სიახლეები

2016-04-13 თბილისში ტექნოლოგიური ინსტიტუტი აშენდება

მიმდინარე წლის 23 მაისსთბილისში  ტექნოლოგიური ინსტიტუტის  მშენებლობას საფუძველი ჩაეყრება. ინფორმაციას "ქართუ ჯგუფი" ავრცელებს. მათი ცნობით,  ინსტიტუტის დამფუძნებელია საქართველოს მთავრობა, პროექტის დაფინანსებას კი მთლიანად ახორციელებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ".

 

 

ჯგუფის ცნობით, ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიზანია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, აგრეთვე სამეცნიერო კვლევების განხორციელება ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის,  კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით. პარალელურად (ინსტიტუტის მაგისტრებთან და დოქტორანტებთან ერთად) შეიქმნება თანამედროვე ექსპერიმენტული ბაზა ფუნდამენტური მეცნიერებებისათვის, რომელიც აუცილებელია ქვეყნის კვლევითი პოტენციალის განვითარებისა და ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო დონის ასამაღლებლად.

"ინსტიტუტს ექნება გამოყენებითი მნიშვნელობაცრაც  ეფუძნება მეცნიერული კვლევისერთ-ერთ უახლეს მეთოდს  -  სიმსივნის ადრონულ თერაპიასამ თვალსაზრისით ტექნოლოგიური ინსტიტუტი კომპლექსური ხასიათისაა და მას თანამედროვე მსოფლიოდონის მასშტაბური კვლევითი ცენტრის დანიშნულება აქვსტექნოლოგიურ ინსტიტუტსსაქართველოსთვის იგივე დატვირთვა ექნებაროგორც CNAO- (ადრონული თერაპიისეროვნულ ცენტრი) INFN- (იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტი)იტალისთვის და  CERN- (ბირთვულ კვლევათა ევროპული ცენტრიევროპისთვის. 

საქართველოს მთავრობამ ექპერიმენტული კვლევითი ბაზის მშენებლობისა და შესაბამისისაგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში გამოცდილების  გაზიარების მიზნითურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა CERN, CNAO და INFN -თან


საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ მოწვეულია პროფესორი გია დვალი.ტექნოლოგიური ინსტიტუტის დირექტორია დოქტორი თეიმურაზ ლომთაძე. ტექნოლოგიურ ინსტიტუტსა და იტალიის სამეცნიერო ცენტრებს შორისურთიერთთანამშრომლობაში აქტიურად არის  ჩართული იტალიის საელჩო  საქართველოში.


პარალელურად, ტექნოლოგიური ინსტიტუტი თბილისში გამართავს  საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიება, რომელშიც ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს წევრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ იტალიის, გერმანიის, იაპონიის კვლევითი ცენტრების  ცნობილი მეცნიერები, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატი. იგეგმება საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა  საქართველოს პრემიერმინისტრთან,  სტუდენტებთან და სამეცნიერო წრეებთან. ჩატარდება ლექციები ფიზიკის და მათიმატიკის ფაკულტეტების სტუდენტებისთვის",- აღნიშნულია "ქართუ ჯგუფის" განცხადებაში. 

უკან