ლარის მიმართ ვალუტების გაცვლის ოფიციალური კურსები: 1GEL = 0 USD    0 EURO   0 GPB   0 RUB   0 AMD
კატეგორიები

კვირის თემა

გრიგოლ კუნჭულია

ევროპის ხარისხის ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში
დაუსვით შეკითხვა სტუმარს
გამოკითხვა

რომელ საინფორმაციო საშუალებებს ანიჭებთ უპირატესობას?
ტელევიზია
ინტერნეტ მედია
სოციალური ქსელი
რადიო
ბეჭდვური მედია
კვირის ფოტო

მსოფლიო ინდექსები

28-06-2017
DJLA
10/21
11.542
37.16/0.32
NASD
10/21
2598.62
0.21%
MMVB
10/21
1431.52
0.89%
RTS
10/21
1441.41
1.29
OIL
10/21
85.98
0.12%
GOLD
10/21
1642.76
1.35%
ამინდი

  თბილისი   ლონდონი    ნიუ-იორკი    ტოკიო
<<
June
>>
Mo Tu We Th Fr Sa Su
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    
სიახლეები

2016-06-21 ბათუმის ჭაჭის კოშკის ამოქმედება მიმდინარე სეზონზე იგეგმება

ბათუმში, ჭაჭის კოშკი მიმდინარე სეზონზე ამოქმედდება. ბათუმის მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე აცხადებს, რომ ობიექტი სამართავად სავარაუდოდ კომპანია "ზეარისს" გადაეცემა. ამ დროისთვის საკითხი განხილვის პროცესშია.


„კომპანია შემოვიდა წინადადებით, წარმოადგინა ჭაჭის კოშკის მართვის კონცეფცია. ჩვენ ჩვენის მხრივ შევისწავლეთ და მოვიწონეთ. უახლოეს პერიოდში ალბათ ხელშეკრულებაც გაფორმდება. რაც შეეხება ინვესტიციას, კომპანია ჭაჭის კოშკის ამოქმედებისთვის სავარაუდოდ 30 000 ლარს დახარჯავს"-აცხადებს თევზაძე.


მისივე თქმით, ობიექტის ფლობა კოპანიისთვის ფინანსურად მომგებიანი არ არის, თუმცა, საიმჯიოა. „ბევრი კომპანია იმიტომ არ დაინტერესდა, რომ ეს მათთვის მომგებიანი არ იქნებოდა"-აცხადებს თევზაძე.


ჭაჭის კოშკის ამოქმედებას კომპანია ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვეში მოახერხებს.


შეგახსენებთ, რომ კოშკის მშენებლობა ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე 810 055 ლარი დაჯდა. ობიექტი 2012 წლის ოქტომბერში გაიხსნა. ჯერ კიდევ 2014 წელს ჭაჭის კოშკის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელი ეთერ მაჭუტაძე აცხადებდა, რომ კოშკის ფუნქციონირებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 35 ათასი ლარი იხარჯებოდა, სამაგიეროდ კი სახელმწიფო არანაირ სარგებელს არ იღებდა.

 

ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურში აცხადებდნენ, წლის განმავლობაში ჭაჭის კოშკს 1,5 ტონა ჭაჭა სჭირდება.


 

2016 წლიდან ჭაჭის კოშკის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი ახლად შექმნილი, ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოა.

უკან