ლარის მიმართ ვალუტების გაცვლის ოფიციალური კურსები: 1GEL = 0 USD    0 EURO   0 GPB   0 RUB   0 AMD
კატეგორიები

კვირის თემა

გრიგოლ კუნჭულია

ევროპის ხარისხის ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში
დაუსვით შეკითხვა სტუმარს
გამოკითხვა

რომელ საინფორმაციო საშუალებებს ანიჭებთ უპირატესობას?
ტელევიზია
ინტერნეტ მედია
სოციალური ქსელი
რადიო
ბეჭდვური მედია
კვირის ფოტო

მსოფლიო ინდექსები

16-12-2017
DJLA
10/21
11.542
37.16/0.32
NASD
10/21
2598.62
0.21%
MMVB
10/21
1431.52
0.89%
RTS
10/21
1441.41
1.29
OIL
10/21
85.98
0.12%
GOLD
10/21
1642.76
1.35%
ამინდი

  თბილისი   ლონდონი    ნიუ-იორკი    ტოკიო
<<
December
>>
Mo Tu We Th Fr Sa Su
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
სიახლეები

2016-06-30 სამშენებლო მასალებზე ხარისხის კონტროლის დაწესების აუცილებლობა დღითი-დღე იზრდება!

სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები  სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლის აუცილებლობაზე საუბრობენ.

"ლისი დეველოპმენტის" გენერალური დირექტორი ნოდარ ადეიშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია, მოხდეს მონიტორინგი და კონტროლი როგორ და რა მასალებით აშენებს კომპანია. "ეს უნდა იყოს მერიის პრიორიტეტი, რომელიც ამჟამად ცდილობს ეს პრობლემა გადაჭრას. ახალმა გეგმამ უნდა გადაჭრას ეს პრობლემა  და მანამ სანამ რეგულაციები იქნება კომპანიებმა თავად უნდა იზრუნონ ამ საკითხზე.  არ უნდა დავაზიანოთ ქალაქის იერსახე იმისათვის, რომ ბიზნესი მოგებაზე გავიდეს " განმარტავს ნოდარ ადეიშვილი.


"კაპაროლ ჯორჯიას" დირექტორი ბორის გამრეკელი სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლის ამოქმედებას კრიტიკულად მნიშვნელოვანს უწოდებს. მისი თქმით, ნებისმიერი მშენებლობა სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს, იქნება ეს ევროპული, ამერიკული თუ ჩინური. გამრეკელი ამბობს, რომ  ერთი სტანდარტის დამკვიდრება და ყველას იძულება, დაემორჩილონ ამ სტანდარტს, არ იქნება სწორი. ბორის გამრეკელი ამბობს, რომ მეორე საკითხია განათლება პროფესიული კუთხით. შესაძლოა სამშენებლო მასალა მაღალი ხარისხის იყო, თუმცა მისი გამოყენება არასწორად მოხდეს და შედეგად ის დაბალი ხარისხის გახდება.  "სამწუხრაოდ საქართველომ სამშენებლო მიმართულებით განათლება შეაჩერა. შედეგად გვყავს ხალხი დაბალი ან ნახევარი კვალიფიკაციის" – ამბობს გამრეკელი.


ავსტრიული საინვესტიციო კომპანია "რეზიდ ჰოლდინგ ჯი-ემ-ბი ეიჩი"-ს წარმომადგენელი, რომელიც თამარ მეფის ხიდთან King David თაუერებს აშენებს, აცხადებს, რომ საჭიროა კონტროლი რადგან დღეს ეს კომპანიების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ნინი მარიამიძის თქმით,  ხშირად კომპანიები იყენებენ  სხვადასხვა პოპულარული ბრენდების სახელებს  მომხმარებლების მისაზიდად. მეორე მხრივ, მომხმარებლებსაც არ აქვთ დეტალური ინფორმაცია ხარისხის შესახებ. "ქართველი მომხმარებლებისგან განსხვავებით უცხოელებს ბევრად მეტი კითხვა აქვთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ხშირად მოხმარებლები არ აქცევენ ხარისხს ყურადღებას. ამიტომ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ზომების კანონით კონტროლი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნეგატიურ შედეგამდე მიგვიყვანს, სადაც პასუხისმგებელი არავინ იქნება" – განმარტავს მარიამიძე. 

უკან