ლარის მიმართ ვალუტების გაცვლის ოფიციალური კურსები: 1GEL = 0 USD    0 EURO   0 GPB   0 RUB   0 AMD
კატეგორიები

კვირის თემა

გრიგოლ კუნჭულია

ევროპის ხარისხის ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში
დაუსვით შეკითხვა სტუმარს
გამოკითხვა

რომელ საინფორმაციო საშუალებებს ანიჭებთ უპირატესობას?
ტელევიზია
ინტერნეტ მედია
სოციალური ქსელი
რადიო
ბეჭდვური მედია
კვირის ფოტო

მსოფლიო ინდექსები

16-12-2017
DJLA
10/21
11.542
37.16/0.32
NASD
10/21
2598.62
0.21%
MMVB
10/21
1431.52
0.89%
RTS
10/21
1441.41
1.29
OIL
10/21
85.98
0.12%
GOLD
10/21
1642.76
1.35%
ამინდი

  თბილისი   ლონდონი    ნიუ-იორკი    ტოკიო
<<
December
>>
Mo Tu We Th Fr Sa Su
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
სიახლეები

2016-07-15 მომსახურეობის დაბალი დონე და არაკვალიფიციური თანამშრომლები საქართველოს სასტუმროებში

ტურისტულ რეგიონებში პატარა სასტუმროების უმეტესობას ხარისხის პრობლემა აქვს. არასამთავრობო ორგანიზაცია "ეტიკის" ინფორმაციით, ყოველი ათიდან ოთხ სასტუმროში მომსახურების დონე ძალიან დაბალია. როგორც გაზეთი "რეზონანსი"  წერს, კვლევის ავტორების შეფასებით, სასტუმროების დირექტორების ნაწილმა არ იცის, როგორ გამოასწოროს ხარვეზი, ბევრს - ამის სურვილიც არ აქვს.

ტურისტების მოსაზიდად სარეკლამო კამპანიაში ქვეყანა მილიონობით ლარს ხარჯავს, მაგრამ არსებული ხარვეზის გამოსწორებას არავინ ფიქრობს. სასტუმროების უხარისხო, ფასთან შეუსაბამო მომსახურება უკვე კვლევებითაც დასტურდება.

სპეციალისტების განმარტებით, ქვეყანაში არ არსებობს სასტუმროების სერტიფიცირებისა და ლიცენზირების ორგანო, რაც მომსახურების ხარისხს განაპირობებს. ამდენად, როგორც ექსპერტები განმარტავენ, დიდია შეუსაბამობა ფასსა და ხარისხს შორის, რაც წლების განმავლობაში ვერ მოგვარდა.

როგორც აღმოჩნდა, სასტუმროების თანამშრომლები, გარდა იმისა, რომ ენის ბარიერი აქვთ, კლიენტების მომსახურებისას ელემენტარულ პირობებს ვერ აკმაყოფილებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია "ეტიკის" ხელმძღვანელის, ამირან შენგელიას ინფორმაციით, გაცილებით მეტი პრობლემა ზღვისპირა კურორტებზეა, განსაკუთრებით ქობულეთში, სადაც სასტუმროების მომსახურე პერსონალი შესაბამის კვალიფიკაციას არ ფლობს.

როგორც შენგელია აცხადებს, ხშირია შემთხვევა, როცა სასტუმროების თანამშრომლებს არ აცვიათ უნიფორმა, არ იციან არცერთი უცხო ენა და მომხმარებლების მიმართ თავაზიან დამოკიდებულებასაც არ იჩენენ. "ყველაზე მეტი შენიშვნა კვების ბლოკის საქმიანობას შეეხება. მასობრივად ხდება შეკვეთილი მენიუს დაყოვნება, ხშირად კლიენტს საფირმო კერძის ლოდინი 20-25 წუთითაც უწევს, როცა ამ მომსახურებისთვის 5 წუთიც საკმარისი უნდა იყოს. თანაც, ეს დრო ისე გადის, ყურადღებას არავინ გაქცევს. ჩვენ რამდენიმე უცხოელი ტურისტიც გამოვკითხეთ და თითქმის ყველა ყურადღებას მომსახურების ამ ხარვეზზე ამახვილებს".

აღნიშნული პრობლემის გარდა, როგორც უფლებადამცველი განმარტავს, სერიოზული დარღვევებია სურსათის უვნებლობის თვალსაზრისითაც. რაც შეეხება უსაფრთხოების სტანდარტს, ამ მხრივ თითქმის არაფერი გამოსწორებულა ქობულეთში, სადაც შარშან ხანძარმა პატარა მოცეკვავეები იმსხვერპლა.


"ეტიკის" კვლევის მიხედვით, ტურისტული რეგიონებიდან მომსახურების სფეროში ყველაზე უკეთესი მდგომარეობა ჯერჯერობით სიღნაღშია, სადაც ხარისხი აშკარად არის გაუმჯობესებული. ტურიზმის სფეროს სპეციალისტი ნიკო კვარაცხელია თვლის, რომ სასტუმროები და რესტორნები საქართველოში თვითნებურად მიშვებული ბიზნესია.

მისი თქმით, ამ სექტორში ხარისხის უზრუნველყოფის არანაირი მექანიზმი არ არსებობს, რის გამოც რეალურად არაფერი შეცვლილა უკეთესობისკენ.

სპეციალისტების ნაწილი თვლის, რომ სასტუმროების ბიზნესში არსებული მდგომარეობა განათლების დაბალ დონეს უკავშირდება. ტურიზმის სფეროს ექსპერტ მარინა მეტრეველის მოსაზრებით, სახელმწიფოს როლი ტურიზმის სფეროში სარეკლამო კამპანიით შემოიფარგლება და პოლიტიკა არ კეთდება ტურიზმში. ეს, მისი აზრით, სერიოზულ პრობლემას ქმნის, რაც საბოლოოდ ქვეყნის ტურისტულ იმიჯს აზიანებს.

უკან