ლარის მიმართ ვალუტების გაცვლის ოფიციალური კურსები: 1GEL = 0 USD    0 EURO   0 GPB   0 RUB   0 AMD
კვირის თემა

გრიგოლ კუნჭულია

ევროპის ხარისხის ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში
დაუსვით შეკითხვა სტუმარს
გამოკითხვა

რომელ საინფორმაციო საშუალებებს ანიჭებთ უპირატესობას?
ტელევიზია
ინტერნეტ მედია
სოციალური ქსელი
რადიო
ბეჭდვური მედია
კვირის ფოტო

მსოფლიო ინდექსები

22-08-2017
DJLA
10/21
11.542
37.16/0.32
NASD
10/21
2598.62
0.21%
MMVB
10/21
1431.52
0.89%
RTS
10/21
1441.41
1.29
OIL
10/21
85.98
0.12%
GOLD
10/21
1642.76
1.35%
ამინდი

  თბილისი   ლონდონი    ნიუ-იორკი    ტოკიო
<<
August
>>
Mo Tu We Th Fr Sa Su
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      
კვირის თემა

2011-12-27 თენგიზ სვანიძე
საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი

 

ხარისხის მეგზურის კვირის სტუმარი, საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი, ბატონი თენგიზ სვანიძე მკითხველის კითხვებს პასუხობს.

ბატონო თენგიზ, ვინ განსაზღვრავს და ამოწმებს ჩაის ხარისხს საქართველოში?

საქართველოში ჩაის ხარისხს ამოწმებს თავად ჩაის მწარმოებელი საწარმო და ამა თუ იმ პარტია პროდუქციას ანიჭებს შესაბამის ხარისხს, რომლის გადამოწმებაც ხდება აღნიშნული პროდუქციის ექსპორტზე ან სავაჭრო ქსელში გატანის უფლების მინიჭებამდე, შესაბამისი, აკრედიტებული ლაბარატორიების მიერ;

რას საქმიანობს საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია?

ჩაის მწარმოებელთა ასოციაციაში გაერთიანებულია საქართველოში მოქმედი ყველა დიდი, საშუალო და მცირე სიმძლავრის ჩაის კომპანია, სულ 25 კომპანია. დღეისათვის საქართველოში ყოველწლიურად იწარმოება 3 ათას ტონამდე, სხვადასხვა ასორტიმენტის და ხარისხის,  ჩაის პროდუქცია, რომელიც თითქმის მთლიანად ექსპორტზე გადის, თუ არ ჩავთვლით შიდა ბაზარზე გამოტანილ, მაღალი ხარისხის, დაფასოებულ პროდუქციას, რომელიც სამწუხაროდ შიდა ბაზრის მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 15-18 % შეადგენს.

ჩაი ექსპორტზე  სად იგზავნება?

საქართველოში წარმოებული ჩაის პროდუქციის 90 პროცენტზე მეტი გადის ექსპორტზე. ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნებია ყოფილი საბჭოთა კავშირის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები- თურქმენეთი, ყირგიზეთი, ბელარუსია, უკრაინა, პოლონეთი, ხორვატია, ასევე ქართული ჩაი იყიდება ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ა.შ.შ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია და სხვა;

ჩაის მწარმოებელი რამდენი ქარხანაა დღეს საქართველოში და რამდენი იყო 20 წლის წინ?

დღეისათვის საქართველოში არასრული სიმძლავრით, 26-მდე მცირე, საშუალო და დიდი ჩაის ფაბრიკა ფუნქციონირებს და წელიწადში 3,5-4,0 ათას ტონა ჩაის პროდუქციას აწარმოებს; 20 წლის წინ ფუნქციონირებდა 160 ფაბრიკაზე მეტი და იწარმოებოდა 100 ათას ტონაზე მეტი პროდუქცია;

არსებობს საქართველოში მაღალი ხარისხის მწვანე ჩაის ჯიშები?

საქართველოში არსებობს მწვანე ჩაის პროდუქციის წარმოების დიდი ხნის ტრადიცია და აქ წარმოებული მწვანე ჩაი გამოირჩევა საუკეთესო თვისებებითა და მაღალი ხარისხით;

რომელი მწარმოებლის ჩაია ყველაზე ნატურალური?

რაც შეეხება ნატურალურ ჩაის, საქართველოში დღეისათვის წარმოებული ყველა ჩაი ნატურალურია, თუნდაც იმ მიზეზით, რომ არ არსებობს პროდუქციაში სხვადასხვა მინარევების შეყვანის ტექნოლოგიები, სხვა საქმეა რომელი მწარმოებლის ჩაი გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ასეთი მწარმოებლები კი საბედნიეროდ ბევრია, ყველა მათგანს აქცენტი ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაზე აქვს აღებული.

უკან